LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საჯარო უწყებებში სტაჟირებას გაივლიან

55

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საჯარო უწყებებში სტაჟირებას გაივლიან – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები სწორედ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შევიდა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტია სამოქალაქო  ინტერგრაცია. საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე თანასწორია და თითოეული მოქლააქის შესაძლებლობები არის რეალიზებული.  სახელმწიფოს პრიორტეტი არის ის, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვას  სხვადასხვა სფეროში. ეს პროგრამა დადგინდა და მასში მონაწილეობას პროექტ 4+1-ის მონაწილეები მიიღებენ. ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესოებების წარმომადგენლები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებს ამთავრებენ,  სწავლობენ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენას, ქართულ ენას, შემდეგომ კი სახელმწიფო ენაზე აგრძელებენ უმაღლესი განათლების მიღებას სასურველი მიმართულებით.  სწორედ ამ ადამიანებისთვის ჩვენ ვხსნით საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების შესაძლებლობას,“ – აღნიშნა ციხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g