LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის კანონპროექტის ჩვენი ვერსია ძალიან კონკრეტულია, ხელისუფლების ვერსია კი ბუნდოვანია და მანიპულაციების საშუალებას ტოვებს: ხათუნა სამნიძე

57
ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური თავმჯდომარის“ ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტის ვერსია ძალიან კონკრეტულია, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კი უფრო ბუნდოვანი და ფართოა, რომელიც მეტ მუხლს მოიცავს და მანიპულაციების საშუალებას ტოვებს.

ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირდა

მისივე განცხადებით, არც მათი და არც ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ ვერსიაში ამნისტირება არ ეხებათ ჯალათებს, მათ, ვინც ადამიანებს განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენეს სხეულზე, და არ ეხებათ ასევე ამ საქმეებზე ბრძანების გამცემებს.

„ჩვენ გვინდა შეთანხმების ყველა პუნქტი დავიცვათ. მიდგომა ჩვენსა და „ქართული ოცნების“ პროექტებს შორის არის სხვადასხვა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეხებათ თუ არა ეს ჯალათებს, არც ერთ ვერსიაში, არც ჩვენი და არც ხელისუფლების ვერსიაში ამნისტირება ჯალათებს არ ეხებათ, არ ეხებათ არც მათ, ვინც ადამიანებს განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენეს სხეულზე, არ ეხებათ არც ამ საქმეებზე ბრძანების გამცემებს-ეს მკაფიოდ წერია ორივე პროექტში და ეს იყო პრინციპული საკითხი. განსხვავება არის მიდგომაში. ჩვენ კონკრეტული მუხლები გვიწერია კონკრეტული ჩამკეტებით და განჭვრეტადია ვის შეეხება ეს. ძალიან კონკრეტულია ჩვენი ვერსია, ხელისუფლების ვერსია არის უფრო ბუნდოვანი და ფართო, მეტ მუხლს მოიცავს და ტოვებს მანიპულაციების საშუალებას“, – განაცხადა სამნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g