LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდერნას” 500 მილიონი დოზა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 ქვეყანაში გადანაწილდება

168
Untitled design (2)

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელი კომპანია “მოდერნა” ვაქცინების ალიანსთან შეთანხმებას აფორმებს, რომლის მიხედვითაც, ვაქცინის 500 მილიონამდე დოზა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს გადაეცემა. 

შეთანხმება გლობალური პროგრამის – კოვაქსპლატფორმის საშუალებით განხორციელდება და ვაქცინის აღნიშნული დოზები, ჯამში, 92 ქვეყანაში გადანაწილდება.

COVAX-ის ინფორმაციით, ვაქცინის გარკვეული რაოდენობა, ქვეყნებში ოქტომბერში გადანაწილდება. პროგრამის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღევანდელი შეთანხმება საგრძნობლად გააფართოვებს ვაქცინების ხელმისაწვდომობას პლატფორმის საშუალებით, რომელიც ამ დრომდე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული “ასტრაზენეკაზე” და, ასე თუ ისე, ვაქცინების გადანაწილება შეფერხებით მიმდინარეობდა.

შეთანხმების საფუძველზე, მოდერნა კოვაქსს ვაქცინების დოზებს ყველაზე დაბალ ფასში შესთავაზებს. ხელშეკრულების მიხედვით, პირველ ეტაპზე, “მოდერნა” ვაქცინის 34 მილიონ დოზას 2021 წლის მეორე კვარტალში გასცემს, დარჩენილ 466 მილიონ დოზას კი 2022 წელს.

კომპანია “მოდერნას” აღმასრულებელმა დირექტორი სტეფან ბანსელი კოვაქსპლატფორმას დაუღალავი შრომისა და პარტნიორობისთვის მადლობს უხდის და მხარს უჭერს კოვაქსის მისიას – მთელს მსოფლიოს, თანაბტრად და სამართლიანად მიუწვდებოდეს ხელი კოვიდვაქცინებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g