LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელებაა: ევროპული საქართველო მთავარ არხსა და მელაშვილზე თავდასხმაზე

84
ევროპული საქართველო

„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს „ევროპული საქართველო“ ეხმიანება. მათი განცხადებით, მომხდარი ფაქტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელებაა, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ქვეყანას.

დავით-გარეჯის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

„ევროპული საქართველოს“ განმარტებით, „მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა“.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ვგმობთ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას: ნინო ლომჯარია

„გუშინ, გარეჯის მონასტერთან ივერი მელაშვილსა და ტვ მთავარის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელება და მათი ნაწილია. ეს ამბავი, ისევე როგორც პარლამენტის მიერ აქტივისტების წინააღმდეგ გამკაცრებული კანონმდებლობა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ამ ქვეყანას.

გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან: გომელაური ტვ “მთავარზე” და მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე

მედიაზე თავდასხმა მიუღებელია: შს მინისტრი

ამავე კონტექსტის განუყოფელი ნაწილია ქართული ოცნების მორჩილი პოლიციისა და სასამართლოს მიერ ფირუზ წულუკიძის, რეზო წულუკიძისა და ირაკლი ჭელიძის დაკავება. ამ ადამიანებმა რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამას კი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მოწყობა და მათი დაკავება მოჰყვა. ეს და მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა“, –  წერია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება – ილია მეორე

magti 5g