„კარგია რომ ყველა პარტნიორი პირობას ასრულებს. შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება,“ – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის მიერ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს გადახდას.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა
როგორც ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ის გვერდზე წერს: „კარგია რომ ყველა პარტნიორი პირობას ასრულებს. შემდეგი ნაბიჯი, ბატონი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება. ეს ყველას გზას გაუკვალავს რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ“.