LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკა-კოლა“ მომხმარებლებს შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

295
kola

„კოკა-კოლა“ მომხმარებლებს მიმართავს და შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

კომპანია შესაბამის განცხადებას საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დასახელების „ფეიკ“ ვებგვერდიდან, მოქალაქეებს გარკვეულ გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობენ.

„ძვირფასო მომხარებლებო, მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი და ვიქტორინა გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა კოლა” არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთ სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ -ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g