ციხიდან გათავისუფლების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა აღნიშნა, რომ პროცესები მინიმუმ ოდნავ სხვანაირად წარიმართება. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მისი გათავისუფლებით არ გადაწყვეტილა მნიშვნელოვანი პრობლემები.
„მოსალოცი არაფერი არ გვაქვს ჯერ, იმიტომ, რომ ჩემი გათავისუფლება ბრძოლიდან გამარჯვების გვირგვინი ვერ იქნება. ჩემი გათავისუფლება-არგათავისუფლება პრობლემებს მნიშვნელოვანს არ წყვეტს. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა პროცესები მინიმუმ ოდნავ სხვანაირად წარიმართება. უფრო აქტიურები და დინამიკურები ვიქნებით”, – თქვა ნიკა მელიამ.
საპატიმროს დატოვების შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ ბლოკის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გადაწყვეტილებას შიდა კონსულტაციებისა და სხვა ოპოზიციონერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შემდეგ ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
