LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს: ანრი ოხანაშვილი

56
ანრი ოხანაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელის განსახილველად მიღებას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება.

ანრი ოხანაშვილი „დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს“.

მისი განცხადებით, სამართლებრივად სწორი იქნება, თუ ამ სარჩელს, არა „ნიკა მელია ქართული ოცნების წინააღმდეგ“, არამედ „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ ერქმევა.

ოხანაშვილი მელიას მოუწოდებს, „ნუ ეთაკილება“ ამის აღიარება.

„ეს არის სამართლებრივი პროცედურები, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რომ იდავოს საქმის წარმოების ფარგლებში, იქნება ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ნიკანორ მელიას ეუხერხულება და ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ეს არის საქმე „ნიკანორ მელია საქართველოს წინააღმდეგ“ და არა „მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“. ეს არის სამართლებრივად სწორი, ამიტომ, გაბედოს, ნუ ეთაკილება და ეუხერხულება, თუმცა, როგორც ჩანს, ამის გამბედაობა არ ჰყოფნის. დარწმუნებული ვარ, ნიკანორ მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო: მელიას ადვოკატი

ეთაკილება თქმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი – პაპუაშვილი მელიაზე

„იწყება მტკიცებულებების წარდგენა” – იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის, მელიასა და უგულავას სტრასბურგის საქმეებზე განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები