ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.