LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია – ვინ შევა პარლამენტში ან ვინ არა, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს: ირაკლი კობახიძე

54
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ამიტომ ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა.

„რაც შეეხება იმას, ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს იქედან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, თუ ვინმეს აქვს სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ წარიმართება ნებისმიერი სისხლის სამართლის გამოძიება, რადგან ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია“.

ვერ წარმომიდგენია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში – გვინდა ქუჩაში დარჩენილი მთავარი ოპოზიციური პარტია?: რომან გოცირიძე

თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, ოპოზიციურ პარტიებს შორის მუდმივი ცეცხლი იქნება, ეს შეუძლებელს გახდის კოორდინაციას: დეკანოიძე

პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი მაქვს, თუმცა იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით, რასაც პარტია მიიღებს: ლევან ხაბეიშვილი

პირადად მე, არ მომინდება, შევუერთდე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს: ნუგზარ წიკლაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g