LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: ტურიზმის აღდგენის ტენდენცია სახეზეა, აეროპორტები სრული მასშტაბით ძალიან მალე ამოქმედდებიან

57
186203871-4031892726900356-5251126904186193644-n

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება. მისივე განმარტებით, ტურიზმის აღდგენის ტენდენცია სახეზეა და აეროპორტები სრული მასშტაბით ძალიან მალე ამოქმედდებიან.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას გავაკეთებთ და უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ პირობით თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზეა, თქვენ ხედავთ ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს. პრაქტიკულად, ყოველკვირეულად შემოგვდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან ადრე არსებული ფრენების აღდგენაზე, ძალიან კარგად დაიტვირთა ახალგარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ასევე მათი ძველი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია იწყებს პერიოდულ ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასევე, სულ მალე სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა კომპანიიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც მოიმატა ყოველკვირეულმა ფრენებმა. შემოგვდის უკვე ტურისტების ორგანიზებული ჯგუფები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ ტურიზმის სექტორი ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში შევიყვანეთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით უკვე 2000-მდე მოთხოვნა არის რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში. „უკვე ამ კვირიდან დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია სწორედ იმ ადამიანების, ვინც ტურიზმის სექტორშია დასაქმებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს – ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არის უსაფრთხო და ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g