LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხარული ვარ, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოში ვუმასპინძლებ: კახა კუჭავა

95
Untitled design (4)

“მოხარული ვარ, რომ დავიდ მარია სასოლის საქართველოში ვუმასპინძლებ.” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.

კუჭავას განცხადებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მზად არის, საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ გზაზე, რომელიც მან 2024 წლამდე უნდა გაიაროს.

“პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მთავარი მიზანზე, რომელთან დაკავშირებითაც მოლოდინი აქვთ და ეს არის 2024 წლის განაცხადი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.

შევეხეთ 2021 წლის არჩევნებსაც და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ვთხოვეთ, უზრუნველყონ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტარებს ამის სურვილი აქვთ. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი და მიიღო მოწვევა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა. იგი კარგად ხედავს ჩვენი ქვეყნის როლს დიდ ევროპულ ოჯახში, აქვს სურვილი, რომ ჩვენ გვიხილოს კიდევ უფრო წარმატებულები და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ 2024 წლამდე, მზად არის, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა და დახმარება გაგვიწიოს და პირადად იყოს ჩართული.” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

magti 5g