საქართველოში უცნაური შემთხვევა მოხდა. გოგონამ ბიჭს უჩივლა გაუპატიურების გამო. თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„თუ რამე ხდებოდა ჩვენს ურთიერთობაში, ყველაფერი ხდებოდა ნებაყოფლობით“. – აღიარა გოგონამ და დასძინა, რომ უყვარს ეს ადამიანი და არ უნდა, რომ ციხეში იჯდეს ტყუილის გამო.
გაუპატიურებაში ბრალდებული 23 წლის გიორგი ხურციძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ხურციძეს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
მას სასჯელაღასრულების დაწესებულებაში 8 თვის გატარება მოუწია.
გიორგი ხურციძეს გამოძიება არასრულწლოვანი შეყვარებულის გაუპატიურებას ედავებოდა, თუმცა სექსუალური ძალადობის ფაქტის დადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება საგამოძიებო უწყებამ თვეების განმავლობაში სასამართლოში ვერ წარადგინა.
საბოლოოდ, არასრულწლოვანმა გოგონამ, ვის გაუპატიურებასაც ახალგაზრა კაცს ედავებოდნენ, სასამართლო დარბაზში ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.
გიორგი ხურციძემ „ტვ პირველს“ ექსკლუზიურ ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ერთმანეთი უყვართ და თანაცხოვრებას გეგმავენ.
„ძალადობას არანაირი ადგილი არ ჰქონია. ჩემთვის უცნობი იყო მისი ასაკი. ვიცოდი, რომ სრულწლოვანი იყო. გვქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა, გვიყვარს ერთმანეთი. ახლაც გვიყვარს ერთმანეთი. ვიღაცის ჩვენების გამო ადგნენ და დამიჭირეს. მიყვარს და ჩემი საცოლეა“, – ამბობს გიორგი ხურციძე.
16 წლის გოგონა კი „ტვ პირველს“ უყვება, რომ ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, 23 წლის მამაკაცს გაცნობისას ასაკი დაუმალა.
გოგონას ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს 7 თვის განმავლობაში ხვდებობდა, თუმცა ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, მისმა უფროსმა მეგობარმა აიძულა, 23 წლის ახალგაზრდა სექსუალურ ძალადობაში დაედანაშაულებინა.
„გიორგიმ არ იცოდა ჩემი ასაკი. თვითონ თავისი ასაკი, მითხრა. ვიცოდი, რომ 23 წლის იყო. რა ვიცი, მგონია, რომ პატარა გოგონებთან არ უნდათ დიდ ბიჭებს ურთიერთობა, უფრო დიდი ქალები მოსწონთ და მეც ვუთხარი, რომ სრულწლოვანი ვარ. გიორგისთვის უცნობი იყო, რამდენი წლის ვიყავი. არ გავუუპატიურებივარ ადამიანს, თუ რამე ხდებობდა ჩვენს ურთიერთობაში, ყველაფერი ხდებოდა ნებაყოფლობით.
„მიყვარს ეს ადამიანი და არ მინდა, რომ ციხეში იჯდეს ტყუილის გამო. პირველად რომ დამიბარეს, ჩემთან ერთად ჩემი ყოფილი მეგობარი იყო. იმ ქალმა როგორც მითხრა, რაც უნდა დამეწერა, ის დავწერე პოლიციაში რომ მივედი და რამდენიმე თვეში ამ გოგოსთან ურთიერთობა ამერია და მე თითონაც დავფიქრდი, რატომ უნდა იჯდეს უდანაშაულო ადამიანი ციხეში – თქო“. – ამბობს არასრულწლოვანი გოგონა.
ბრალდებული 23 წლის გიორგი ხურციძე ფიქრობს, რომ ბრალდების მხარე უვადო პატიმრობას მოითხოვს.
