LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, იუსტიციის საბჭოში წევრების არჩევაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

49
ანა ნაცვლიშვილი

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტს მიმართავს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის გატარებამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევაზე მორატორიუმის გამოცხადება უზრუნველყოს.

შესაბამისი კანონპროექტი ფრაქციამ პარლამენტში გუშინ შეიტანა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ პარლამენტში არ იქნება სრულყოფილი პოლიტიკური მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შესრულდეს შალ მიშელის მედიაციით შემუშავებული შეთანხმების სასამართლო ნაწილი და რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში.

“გუშინ მივიღე ინფორმაცია, რომ აპირებდნენ მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებას და მანამ, სანამ პარლამენტის კანონში არსებულ უკიდურესად პრობლემურ მუხლებს შეცვლის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წევრის დანიშვნა იგეგმებოდა.

გუშინ შევიტანეთ კანონპროექტი, რომელმაც მორატორიუმი იქამდე უნდა გამოაცხადოს, სანამ პარლამენტი არ იმსჯელებს, შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად არ შეცვლის კანონს და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს და პროცედურას არ დაარეგულირებს. მანამდე არცერთი დანიშვნა არ უნდა განხორციელდეს ამ თანამდებობებზე”.- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ მოსამართლეთა „კლანი“ ცდილობს დაასწროს ამ ცვლილებებს და თავისი დესანტი გადაასხას იუსტიციის საბჭოში, ადასტურებს იმას, რომ მიშელის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში დაიწყება ის პროცესი, რომელიც „კლანს” ძალიან სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის.

mazda magti 5g