63 წლის მსახიობმა, შერონ სტოუნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კვლავ შეუდარებლად გამოიყურება და წლებმა მის სილამაზეს ვერაფერი დააკლო. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა თავისი საყვარელი, „ვალენტინოს“ კაბა მოირგო.
„ჩემი საყვარელი ვინტაჟური ვალენტინოს კაბა“, – ასე დაასათაურა ფოტო სტოუნმა.
მას ოქროსფერი მაქმანებით გაწყობილი სადღესასწაულო კაბა აცვია და სახლის აივანზე პოზირებს. ცნობისთვის, უკანასკნელად აღნიშნულ კაბაში შერონი 10 წლის წინ გამოჩნდა.