LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია” – ირაკლი კობახიძე

81
კობახიძე

“7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა” – ქართული ოცნების თავმჯდომარე “გირჩის” ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტს მომზადებს გულისხმობს.

“ორივე შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ხელისუფლების უზურპაციას, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – 7 ნოემბერს და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში – 20 ივნისს”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი, რითაც შეიძლება ერთმანეთს 7 ნოემბერი და 20 ივნისი შევადაროთ, ეს არის ის, რომ ორივე შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ხელისუფლების უზურპაციას.

“პირველ შემთხვევაში ეს მათ მოახერხეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეორე შემთვევაში, მათ ეს ვერ მოახერხეს. ეს არის ერთადერთი მსგავსება 7 ნოემბერსა და 20 ივნისს შორის, დანარჩენ შემთხვევაში ეს შედარება არის აბსოლუტურად მიუღებელი და სინამდვილის გამრუდების მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g