LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, პროფესიონალი წევრების შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია: ბადრი ჯაფარიძე

74
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, პროფესიონალი წევრების შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიული პრეფერენციით წევრების დანიშვნა გამოვრიცხოთ“.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის ძალისხმევამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტები ასახულია, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ მისაღებია.

„ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ სრულად იყოს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება ასახული იმ კანონპროექტში, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს. არის ნორმალისტური მიდგომა და არის სულისკვეთებაზე დაფუძნებული მიდგომა, ეხება ეს მაგალითად ადმინისტრაციების დაკომპლექტებას. ამიტომ, ჯერ კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის, რომელთა გადაწყვეტის გარეშე გაგვიჭირდება საკითხს მხარი დავუჭიროთ. ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი,პროფესიონალი წევრების შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გამოვრიცხოთ პარტიული პრეფერენციით წევრების დანიშვნა. ამიტომ, სანამ ეს და სხვა საკითხები საბოლოოდ არ იქნება შეჯერებული, გაგვიჭირდება საკითხს მხარი დავუჭიროთ, თუმცა ამავდროულად უნდა ვთქვათ,რომ ჩვენმა ძალისხმევამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები ასახულია, მაგრამ დარჩენილია მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც სრულად პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად ასახული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

magti 5g