LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდვაქცინით 117 354 პირია აცრილი, წინასწარი რეგისტრაცია 103 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა

74
2

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 117 354 ადამიანია აცრილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 4 354 პირმა გაიკეთა.

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

მოქმედებს ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 103 ათასზე მეტი მსურველი.

17 მაისიდან დაიწყო რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:  ბოლო 24 საათში, გამოვლინდა კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 821 და გარდაიცვალა 15 ადამიანი.

magti 5g