LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan–მა ავტოპილოტის გამოცდის დროს სტაჟიორს საცობებში დგომა აიძულა

132
nissan45

იაპონური კომპანია Nissan მძღოლის ასისტენს ცდიდა და ამისთვის სტაჟიორი გამოიყენა.

ტაილერ შიმკოვსკი ავტომწარმოებლის ამერიკულ დანაყოფში 2018 წელს, როგორც ინჟინერი–სტაჟიორი ისე მიიღეს. შემდეგ ის დასვეს საჭესთან და ავტოპილოტის გამოცდა დაავალეს. ავტომაგისტრალზე სისტემა უპრობლემოდ მუშობდა, ამიტომ სტაჟიორის დავალება იყო, „ნისანის“ უპილოტო ქალაქის საცობების პირობებში დაეტესტა. საქმე ისაა, რომ მძღოლები ამ პრობლემაზე დიდი ხნის წინ ჩიოდნენ, ავტოპილოტი დავალებას სრულყოფილად ვერ ასრულებს და გადატვირთული მოძრაობის პირობებში უბრალოდ ითიშება.

იაპონელებმაც გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი და სისტემის გამართულობა თუ გაუმართაობა თავად დაედგინათ. ამისთვის, შიმკოვსკი ამერიკული მეგაპოლისების – ბალტიმორის, ვაშინგტონის, დეტროიტის, ლოს–ანჯელესის, პიტსბურგის და სან–ფრანცისკოს საცობებში გაგზავნეს. სტაჟიორი სულ 64 საცობში იდგა და ამ პროცესს ასობით საათი დაახარჯა.

შედეგად ProPilot–ის ხარვეზები აღმოაჩინეს და სისტემას გააუმჯობესებენ, შიმკოვსკი კი სამსახურში აიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g