LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანა 1992 წელს და ქეით მიდლტონი 2021 წელს – ქეითმა ისევ ლეიდი დის ლუქი გაიმეორა

263
midltonnews45

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა შოტლანდიაში ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრა სოციალური დახმარების ფონდში გამართეს, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს. ამ დღეს ქეით მიდლტონმა არჩევანი საყვარელ ლურჯ ფერზე გააკეთა. ის „ზარას“ ლურჯ პიჯაკსა და „ჰოუპის“ პლისე ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი.

დღეს კი მედია წერს პრინცესა დაინასა და ქეით მიდლტონის გასაოცარ მსგავსებაზე. საუბარია პრინცესა დაიანას ორბორტიან, ამავე სტილისა და ფერის პიჯაკზე, რომელიც მას 1992 წელს ეცვა. მედია წერს, რომ ქეით მიდლტონმა ამ ჟესტით კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გარდაცვლილი ლეიდი დის ხსოვნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g