“ქალბატონო სალომე, როდესაც დაზარალებულების სახელით საუბრობთ, ვიდრე დოკუმენტზე ხელს მოაწერდით და პასუხისმგებლობას აიღებდით, მაშინ გეკითხათ ჯერ დაზარალებულებთან, – ასე მიმართა იურდიულ სკაითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტის “ოცნების” ვერსია განიხილება.
“ქალბატონო სალომე, როდესაც დაზარალებულების სახელით საუბრობთ და აღებული პასუხისმგებლობის გადატანას ცდილობთ დაზარალებულებზე, ეთიკურადაც და მორალურადაც გამართლებული იქნებოდა, ვიდრე დოკუმენტზე ხელს მოაწერდით და პასუხისმგებლობას აიღებდით, მაშინ გეკითხათ ჯერ დაზარალებულებისთვის, ან ვიდრე დააინიცირებდით კანონპროექტს, მაშინ გაგევლოთ კონსულტაცია დაზარალებულებთან.
თქვენ არც ერთი გააკეთეთ, არც მეორე, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ისე, რომ არ ჰკითხეთ აზრი დაზარალებულებს, ახლა გინდათ, რომ პოლიტიკურად სახე შეინარჩუნოთ და გადაიტანოთ ეს ისრები დაზარალებულებზე, რაც არაა ადეკვატური და სწორი”- განაცხადა ოხანაშილმა.
