კასპის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში, საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს, მეხანძრე-მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი 21 მაისს გაუჩინარებული დავით ზუბიაშვილის ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.
შეგახსენებთ, რომ დავით ზუბიაშვილი პირუტყვს მწყემსავდა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ზუბიაშვილმა ახსენა, რომ მდინარეში გასაგრილებლად შესვლას გეგმავდა, რის შემდეგაც აღარ უნახავთ.
21 მაისიდან დღემდე, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიებებში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება, პარალელურად, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.