LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი: გიორგი გახარია

181
გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის გარკვეულ მიღწევებს წარმატების დასაფიქსირებლად 10-15 წლის წინანდელ წარსულს ადარებს, რაც როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია, რადგან ქვეყნის განვითარების პერსპექტივას კლავს.

გახარიას თქმით, „დღეს მიზნად უნდა დავისახოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს დღევანდელზე“.

„დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ნეპოტიზმი, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ბევრი რამ გაკეთდა. რა არის ჩემთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელი. კატეგორიულად, პრინციპულად მიუღებელი არის ის, რომ „ქართული ოცნება“, პარტია, იმასაც კი, სადაც მართლა თანხმდება და გარკვეული მიღწევები და პროგრესი ჰქონდა, იმასაც დღეს თავისი წარმატების დასაფიქსირებლად ადარებს 10-15 წლის წინანდელ წარსულს. ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს არის ის, რაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას კლავს. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს მიზნად უნდა დავისახოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს დღევანდელზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა: გიორგი გახარია

ვერთიანდებით საქართველოსთვის! საქართველოს სჭირდება გუნდი, რომელსაც შეუძლია, სიმართლე უთხრას მოქალაქეებს: გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს

გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g