ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზედმეტი კილოგრამები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ქალბატონებისთვის და კითხვაზე, როგორ დავიკლოთ წონაში, პასუხის გაცემა არც თუ ისე მარტივია.
თუმცა აღნიშნულ კითხვაზე მოკლე და თანაც ამომწურავი პასუხის გაცემა არ გაჭირვებია ვენსან კასელის ახალგაზრდა მეუღლეს, მოდელ, ტინა კუნაკის.
მან განაცხადა, რომ ზედმეტი კილოგრამების დაკლების საუკეთესო საშუალებაა მიირთვა ის რაც გიყვარს და დაკავდე აქტიური ფიტნესით.
ინტერვიუში ტინამ განაცხადა, რომ მას დიდი ოჯახი სურს და აპირებს ბავშვი იშვილოს.
გთავაზობთ მოდელის ბლიც-ინტერვიუს
რამდენ ენას ფლობ?
4 ენა ვიცი.
გინდა კიდევ გყავდეს შვილი და თუ აპირებ იშვილო ბავშვი?
კი მინდა, მე დიდი ოჯახი მსურს. ბავშვს აუცილებლად ვიშვილებ.
რომელ საათზე იძინებ და იღვიძებ?
22:00 ვიძინებ და 9:00 საათზე ვიღვიძებ.
რამდენი კილო მოიმატე ორსულობის დროს?
15 კგ.
როგორ დაიკელი წონაში?
ეს ფიტნესის დამსახურებაა.
რომელი კერძი გიყვარს?
მიყვარს ყველაფერი, რასაც დედაჩემი აკეთებს.



