LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პრემიერი იყო, ისეთი გზავნილებით გვესაუბრება, თითქოს სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდა და მხსნელად მოევლინა ქართველ ხალხს: სალომე სამადაშვილი

49
სალომე სამადაშვილი

ფრაქცია “ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატის სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას გუშინდელ პრესკონფერენციას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო პრემიერი, წლების მანძილზე იყო მთავარი მოთამაშე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ბანაკში, გვესაუბრება ისეთი გზავნილებით, თითქოს რაღაც სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდა გუშინ და მხსნელად მოევლინა ქართველ ხალხს“.

„გიორგი გახარია არ ემიჯნება იმ ყველაფერს, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან არის დაკავშირებული“, – ამიტომ სამადაშვილი ფიქრობს, რომ „გახარიას პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება და „ქართულ ოცნებას“, რაღაც რაოდენობის ხმებს წაართმევს“.

„ძალიან კომიკურია იმაზე საუბარი, რომ გახარია ოპოზიციისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს. მოვისმინეთ მისი გამოსვლა, ძალიან არაშთამბეჭდავი იყო, ძალიან ბევრი ტყუილი იყო. ის ფაქტიურად არანაირად არ ემიჯნება იმ ყველაფერს, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან არის დაკავშირებული: კორუფციას, მოქალაქეებზე ძალადობას და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, გახარიას პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება, თუმცა “ქართულ ოცნებას” ალბათ, რაღაც რაოდენობის ხმებს წაართმევს. 

ბიძინა ივანიშვილმა კარგად გააცნობიერა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს და რაღაც ტიპის კოალიციის ფორმირებას შეეცდება სხვადასხვა მოთამაშეებით, მათ შორის, შესაძლოა გახარიასთანაც. მაგრამ იმდენად დისკრედიტირებულია უკვე „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, ივანიშვილის მცდელობა, შექმნას სატელიტური პარტიები „ქართული ოცნებისთვის“ და კოალიციის გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება სრული კრახისთვის არის განწირული,”- განაცხადა სამადაშვილმა.

ამნისტიას მხარს არ დავუჭერ: გიორგი გახარია

ვინ იქნება პოლიტიკურ ველზე, არც ენმ-ს თავმჯდომარეს ეკითხება და არც „ოცნების“: გიორგი გახარია

„იმედი“ ჩემთვის პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა: გახარია

დღეს ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: გიორგი გახარია

ძლიერი სახელმწიფოს შექმნის სტარტეგია – გახარიას პარტია მანიფესტს აქვეყნებს

magti 5g