„ტელეკომპანია იმედი პოლიტიკურად მართული ტელევიზიაა,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის” ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ ამ წუთებში მიმდინარე, მედიასთან – თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტვ“-ს წარმომადგენლები არ მივიდნენ.
„დღეს უთქვამთ, შეხედეთ რომელი ტელევიზიები „აპიარებენო“ და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელი გახარია მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს აგერ იმედი არ არის.
„ეს რას აჩვენებს იცით? ეს ჩემთვის აჩვენებს იმას, რომ „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ, როდესაც 4 თვის უკან, „იმედის“ ნებისმიერი კარი ჩემთვის დიდი სიამოვნებით იყო გაღებული, დღეს არცერთ ღონისძიებაზე, არავინ მოსულა. ძალიან გამიკვირდა, „რუსთავი 2“ რომ მოვიდა, მადლობა მათ, ვაფასებ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„მთავარი არხის“ მიერ დასმულ შეკითხვას კი – „აქამდე იცოდა თუ არა, რომ „იმედი“ პოლიტიკური ტელევიზია იყო,“ გახარიამ უპასუხა, რომ „ეჭვი ეპარებოდა.“
რაც შეეხება კითხვას – რაზე მიანიშნებდა ამ კონტექსტში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხსენებისას, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: „რუსთავი 2“- მა მაგალითად ჩვენი პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია პირდაპირი ეთერიდან 5 წუთით ადრე მოხსნა, ვიდრე სიგნალი გადაიცემოდა. ეს ჩემთვის ცოტა გაურკვეველი იყო.“
დღეს ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: გიორგი გახარია