LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა შეუერთდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას ეხება

96
22227cfd-0674-462d-9507-babc79f8dbf5

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

როგორც დენის შმიგალმა აღნიშნა, უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას.

“ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებების დროს, მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას, ასევე საქართველოს ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის: ღარიბაშვილი

მანვე იმედი გამოთქვა, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს

მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის განსაკუთრებულ მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულების მიმართ.

 

 

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის საერთო გამოწვევას – რუსეთის მხრიან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპაციის მძიმე შედეგებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ასევე, აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ფართოვდება და სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გასაზრდელად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. ასევე, ხაზი გაესვა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას თანამშრომლობას. მხარეების შეფასებით, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სუამის ფორმატებში თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის კარგი შესაძლებლობაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g