LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ რეგისტრაციის საკითხს დღეს განიხილავს

47
parlamenti-w-h

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ რეგისტრაციის საკითხს დღეს განიხილავს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ კი ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის“ სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

magti 5g