LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ოლიმპიადაზე 4 სპორტსმენით გამოვა

92

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გამართულ სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელად სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად კი სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი დაამტკიცეს.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. პიონჩანგში იასონ აბრამაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაური (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი სოღოიანი (ციგა) და მორის ყვითელაშვილი (ფიგურული სრიალი) იასპარეზებენ.
აღმასკომის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ საქართველოს ყველა დროის ოლიმპიელთა წარმომადგენლობითი ფორუმი თბილისში 2018 წლის პირველ ნახევარში ჩატარდება.

პოპულალურები