LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დადასტურდა, რომ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც სუვერენული და ლეგიტიმური თანამდებობის პირი “ქართული ოცნების” მხრიდან: მელია

61
ნიკა მელია

“ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა, არის ის, რომ ამ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც სუვერენული და ლეგიტიმური თანამდებობის პირი “ქართული ოცნების” მხრიდან. ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი. ამ ადამიანებს შველა სჭირდებათ, ისინი ტყვეობაში არიან.” – ამის შესახებ ნიკა მელიამ დღეს პარლამენტში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ენმ-ის საპარლამენტო სესიის დარბაზში შესვლისთანავე 10 წუთში, უმრავლესობამ სხოდმა დაასრულა და დარბაზიდან გაიქცა: დეკანოიძე

მელიამ აღნიშნა, რომ ხვალ პლენარულ სხდომაზე გარკვეულ განცხადებებს გააკეთებს. მისივე თქმით, საზოგადოებას მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესები ელოდება:

“დღეს იყო ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ამნისტიის და საარჩევნო კანონპროექტების განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ორივე ჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს. ხვალ მექნება შესაძლებლობა და მართლაც ასე მსურს, რომ ეს დღეები მქონდეს კომუნიკაცია. არ მინდა ახლა ვაკეთო განცხადებები, რომელთა გაკეთებაც სხდომათა დარბაზში მსურს.

ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა არის ის, რომ ამ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც სუვერენული და ლეგიტიმური თანამდებობის პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი. ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა, ისინი ტყვეობაში არიან. თქვენზე და ჩემზე კარგად იციან, რა არის რეალობა ქვეყანაში, უბრალოდ ისინი თავიანთ თავს უტყდებიან, როდესაც მარტო რჩებიან ან ვიწრო წრეებში, მეგობრებთან. ჩემზე უფრო მკვეთრად აფიქსირებენ პოზიციებს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

როდესაც მედიასთან გამოდიან, ისინი ცინიკურ ღიმილს გადაითამაშებენ ხოლმე სახეზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” არ არის ხალხი, ვინც ვერ ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო წაყვანილი ჰყავს უფსკრულისკენ და ძალიან ახლოს ვართ გადაჩეხვასთან. ამისთვის ვართ დემოკრატიულ ოპოზიცია, რათა არ მივცეთ სახელმწიფოს გადაჩეხვის შესაძლებლობა, რომ შემდეგ დემოკრატიული ძალების ხელისუფლებაში მოსვლას აზრიც კი აღარ ჰქონდეს და დაახლოებით 10-15 წელი დასჭირდეს, რათა ეს პროცესები შემოვაბრუნოთ. ამიტომ მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესები გელოდებათ.” – თქვა მელიამ.

შეგახსენებთ, პარტია საკანონმდებლო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთო. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტში მისვლისა და სხდომათა დარბაზში შესვლის ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტიის წევრების დარბაზში შესვლისთანავე, 10 წუთში, უმრავლესობამ სხდომა დაასრულა და გაიქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g