LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია JBS აღიარებს, რომ ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 11 მლნ დოლარი გადაუხადა

72
715x400

მსოფლიოს უდიდესი ხორცის გადამამუშავებელი კომპანია JBS აღიარებს, რომ მასშტაბური კიბერთავდასხმის შემდეგ, ჰაკერულ ჯგუფს გამოსასყიდის სახით 11 მილიონი დოლარი გადაუხადა.

მორიგ მასშტაბურ კიბერთავდასხმაში რუსი ჰაკერები არიან ეჭვმიტანილნი

JBS USA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრე ნოგეირამ Wall Street Journal-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ეს მტკივნეული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო:

“ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენი კომპანიისთვის და პირადად ჩემთვის. თუმცა, ჩვენ გვესმოდა, რომ ეს გაგვეკეთებინა, რათა თავიდან აგვეცილებინა ნებისმიერი პოტენციური რისკი ჩვენი მომხმარებლებისთვის.” – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

კომპანიაში ამბობენ, რომ გამოსასყიდი ჰაკერების მოთხოვნის შესაბამისად, ბიტკოინით გადაიხადეს.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ახლა ჰაკერების მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბს ადგენენ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პერსონალური მონაცემები პარტნიორების, მომხმარებლებისა და თანამშრომლების შესახებ დანაშაულებრივმა ჯგუფმა ვერ მოიპოვა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სამსახურებმა მოახერხეს ჰაკერის ციფრული საფულის გატეხვა და დაახლოებით 2,3 მილიონი აშშ დოლარი უკან დააბრუნეს.

შეგახსენებთ, 1 ივნისს უმსხვილესი ხორცპროდუქტების კომპანიის, JBS-ის ფილიალებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაითიშა კომპანიის კომპიუტერული სისტემები და შეფერხდა მუშაობა ამერიკასა და ავსტრალიაში.

როგორც მაშინ კომპანიაში განაცხადეს, თავდამსხმელებმა სისტემის აღსადგენად, გამოსასყიდის სახით 4 მილიონი დოლარი მოითხოვეს, თუმცა კომპანიაში აღარ უღიარებიათ – გადაუხადეს თუ არა დანაშაულებრივ ორგანიზაციას გამოსასყიდი.

თავდასხმიდან ორ დღეში, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი REvil იდგა და ის საკუთარი ქმედებებისთვის პასუხს აგებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g