უნივერსალური გადახდის მომსახურების ქართული პროვაიდერი Payze, Visa Everry Initiative-ის გამარჯვებულია, ის პრიზის სახით $15 000 მიიღებს. გარდა ამისა, ეს გამარჯვება ქართველ სტარტაპს საშუალებას მისცემს, სექტემბერში მონაწილეობა მიიღოს Visa Everry Initiative-ის გლობალურ ფინალში და $100 000 დაფინანსება მოიპოვოს.
აღსანიშნავია, რომ ქართული სტარტაპი PAYZE Visa-ს მიერ ორგანიზებული პროგრამის (Visa Everry Initiative) ფარგლებში, გამარჯვებულად 700-ზე მეტ განმცხადებელს შორის დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში და აფრიკაში.
როგორც Payze-ს დამფუძნებლები გიორგი წურწუმია და კახა გელაშვილი ამბობენ, ეს იყო საერთაშორისო დონის კონკურსი და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება ფინანსურ ტექნოლოგიებში მომუშავე ნებისმიერი სტარტაპისთვის.
ცნობისთვის, Payze არის უნივერსალური გადახდის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ეხმარება ნებისმიერი ტიპის ელექტრონულ კომერციულ პლატფორმას, ონლაინ გადახდების განხორციელებაში.