LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” – სხდომათა დარბაზში სამოქალაქო აქტივისტებმა ფურცლები გადაყარეს

102
1

“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” – ფურცლები, რომლებზეც ეს კითხვა ეწერა, პლენარული სხდომის მიმდინარეობის დროს, სამოქალაქო აქტივისტებმა სხდომათა დარბაზში გადაყარეს.

ფურცლებზე, რომელიც მამუკა ჯუღელმა და ქრისტინა ჭელიძემ გადაყარეს, ასევე მითითებულია აქციის გამართვის თარიღიც – აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 13 ივნისს იგეგმება.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობას პარლამენტის წევრებმა პასუხი უნდა გასცენ:

“სახელმწიფო არის სრულიად უუნარო პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვერ ახდენს რეაგირებას. სამწუხაროდ, სხვა ფორმა მათ არ ესმით.”  -განაცხადა ინიციატორმა მამუკა ჯუღელმა.

სამოქალაქო აქტივისტებს სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.

 

ფოტო: ტარიელ ნაკაიძე
magti 5g