დაგვეთანხმებით, რომ მიმდინარე წელი განშორებული ვარსკვლავური წყვილების საბედისწერო შერიგებების წელია. აი მაგალითად, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 17 წლიანი განშორების შემდეგ კვლავ ერთად არიან. სულ ცოტა ხნის წინ კი კანიე უესტისა და ირინა შეიკის რომანის შესახებ ალაპარაკდნენ. როგორც ირკვევა, რეპერს შეიკი 11 წლის წინ უყვარდა და მათ ხანმოკლე რომანიც კი ჰქონდათ.
ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი – კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს
აღნიშნულ წყვილებს შესაძლოა ანჯელინა ჯოლიც შეუერთდეს. ცოტა ხნის წინ მსახიობი ყოფილი მეუღლის, ჯონი ლი მილერის სახლის დატოვებისას დააფიქსირეს. ჯოლიმ ლის სახლი მისვლიდან 4 საათის შემდეგ დატოვა.
შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთი 1994 წელს ფილმის „ჰაკერები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო და 1996 წელს დაქორწინდა. მათი ქორწინება 4 წელს გაგრძელდა.