ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და პროცესში მონაწილეობისთვის, საქართველოს მადლობას უხდის.
კალიურანდი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ვითერების გაუმჯობესების მიზნით, ამ გზით სვლა განაგრძონ:
“მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული პირის გათავისუფლებას და სომხეთის მხრიდან აღდამის რეგიონის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, ეს გზა გააგრძელონ.” – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. სომხეთმა კი აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
I welcome yesterday’s release by Azerbaijan of 15 Armenian detainees, as well as the handing over by Armenia of maps of mines in the Agdam region. Thank you to Georgia for facilitating these important steps. I encourage both sides to continue on this path. https://t.co/6pGlRjHPSS
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) June 13, 2021