გერმანული ჰოსპიტალის დირექტორის, მაია რეხვიაშვილის განცხადებით, წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის აივნიდან გადმოვარდნილ კაცს, ლევან გაჩეჩილაძეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა ორგანოზე დაზიანება აქვს მიღებული.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ამ წუთას ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი, კრიტიკულია, არასტაბილური ჰერმოდინამიკით, კვლავ რჩება რა თქმა უნდა, მართვით სუნთქვაზე. ყველა კვლევა, რომელიც დინამიკაში საჭიროა, ტარდება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ყველა სასიცოცხლო ორგანოზე ძირითადად დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ინტენსივობით“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა
პოლიციის შენობიდან კაცის გადმოხტომის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო