LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანულ ჰოსპიტალში სიახლეა – ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში გერმანელი ექიმები ერთვებიან

94
ფასადის ფოტო

საერთაშორისო სტანდარტების მქონე გერმანული ჰოსპიტალი, განახლებული გუნდით, თანამედროვე სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური პერსონალით და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრით, კლინიკაში საერთაშორისო ონკოლოგიურ განყოფილებას ქმნის.

ამიერიდან, ონკოლოგიური პაციენტების მართვაში, ჰოსპიტლის წამყვანი ექიმებით დაკომპლექტებულ ბორდთან ერთად, მიუნხენის ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, მსოფლიოს მასშტაბით, ტოპ ათეულში მყოფი ონკოქირურგი, პროფესორი ჰელმუთ ფრისი ჩაერთვება.

პირველ ეტაპზე, მოხდება პაციენტის დიაგნოსტირება. კვლევების არსებობის შემთხვევაში, ბორდის და გერმანელი ონკოქირურგების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სწორი მკურნალობა დაინიშნება. საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევას, თავად პროფესორი ფრისი უხელმძღვანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები