LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ხუთდღიან კარანტინს აწესებს

66
1

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი დამატებით 5 ქვეყნის მოქალაქეებისთვის კოვიდშეზღუდვებს ამსუბუქებს, ბლოკის ერთ-ერთი სახელმწიფო იტალია კი დიდ ბრიტანეთს ახალ რეგულაციას უწესებს – ბრიტანელი ვიზიტორები ვალდებულები იქნებიან, ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

გადაწყვეტილების შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ დღეს ისაუბრა და განმარტა, რომ რეგულაცია უკავშირდება კორონავირუსის ძალიან გადამდებ ვარიანტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ახლა დომინანტია.

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% “ინდურ ვარიანტს” უკავშირდება: ჯანდაცვის მინისტრი

სავალდებულო კარანტინთან ერთად, ბრიტანეთის მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, წარადგინონ კოვიდტესტის პასუხები.

ხელისუფლების გადაწყვეტილებითვე, იტალია ხსნის საზღვრებს შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიისა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტები წარადგენენ “მწვანე ბარათს” – საშვს, რომელიც აჩვენებს, რომ ისინი ვაქცინირებულნი არიან, ან აქვთ ტესტის უახლესი უარყოფითი პასუხი.

ახალი ზომები ძალაში  შაბათიდან შევა.

შეგახსენებთ, დღესვე ევროკავშირმა მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და მის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობის დროს, დამატებით 5 ქვეყნის მოქალაქეებს რეგულაციები შეუმსუბუქა.

ევროკავშირი დამატებით 5 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g