უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული.
ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა. „დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა“, – აღნიშნა მან.
დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა.