„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” მოსამართლეების საკითხზე სპეკულაციები ჩაუფლავდა”.
“ყვითლად გაუხაზა ამერიკის ელჩმა თავისი ხელით, თუ რა წერია შეთანხმებაში, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, ქვეყანაში ფუნდამენტური სასამართლო რეფორმა განხორციელდება.
„რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, ჩვენ გვქონდა ამის შემდეგ კომუნიკაცია და სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა აშშ – ის საელჩოდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან, ევროკავშირიდან, რაც ახლა ხდება. ამიტომ ნუ ავჩქარდებით, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.