LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სუნთქვა შემეკრა! არავინ მათ სიცოცხლეს არ უფრთხილდება”

109

სოციალური ქსელის მომხმარებელი თათა ხუნდაძე, თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობიდან, ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე ჩანს, რომ მუშები უსაფრთოების წესების დაცვის გარეშე მუშაობენ.

მომხმარებლები წერენ, რომ პრობლემა არა მხოლოდ დეველოპერებში არამედ მომუშავე ადამიანებშიცაა, რადგან უსაფრთოების ნორმების დაცვის გარეშე მუშაობა, თვითმკვლელობას უდრის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა.

გაერთიანებული პროფკავშირების სტატისტიკით, 2017 წელს, 41 ადამიანი დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. მათგან, მშენებლობაზე მუშაობისას 17 გარდაიცვალა და 22 მძიმედ დაშავდა.

Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად.

სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g