სამეგრელო-ზემო სვანეთის ერთ-ერთ მინიციპალიტეტში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 წლის გოგონას გაუპატიურება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მამა-შვილი.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.