LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სუხიშვილი: „სუხიშვილების სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებდი და ქეიფების მოცეკვავე ვიყავი…“

1105
ninosuxishvilinews

ნინო სუხიშვილი ლელა წურწუმიას შოუს ესტუმრა და გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც პირველად 5000 მაყურებლის წინაშე, როგორც ანსამბლის მოცეკვავე, პარიზში გამართულ კონცერტზე გამოვიდა…

ნინო სუხიშვილი:

„არასდროს არავის დაუძალებია, რომ უნდა მეცეკვა და ოჯახის საქმე გამეგრძელებინა. მიიჩნევდნენ, რომ თავად უნდა მოგენდომებინა, დაგენახა და მხოლოდ მაშინ გექნებოდა ამ საქმის გაგრძელების საშუალება. მე და ილიკომ ბევრი ვიშრომეთ და მშობლებისთვის, პირველ რიგში და ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ამის ღირსი შეიძლებოდა გავმხდარიყავით…

ჩვენთან ხომ არის რაღაც სტანდარტი ანსამბლში მიღებაზე, უნდა გქონდეს გარკვეული სიმაღლე, მონაცემებსა და ვიზუალსაც მნიშვნელობა აქვს… იმ დროს, როცა მე მინდოდა ცეკვა, ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ ანსამბლში და სხვა სტანდარტი იყო. ვერ ვბედავდი მათ გვერდზე დადგომას… ამიტომაც ჩემს დაუოკებელ სურვილს ვიკმაყოფილებდი იმით, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. დღესასწაულებზე, ღონისძიებებზე, სუფრებზე ყველაფერს ვცეკვავდი. არ მერიდებოდა, ოღონდ გამეგო მუსიკა, ეგრევე ვდგებოდი. მამაჩემი ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა…

ანსამბლში სამუშაოდ მხატვრად მივედი. მაშინ სოლიკო ვირსალაძე იყო ანსამბლის დიზაინერი, მის ასისტენტად ვიყავი. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვოცნებობდი, რომ ვინმეს ფეხი სტკენოდა, ან ავად გამხდარიყო, ყველა პარტია ვიცოდი და მინდოდა, შემეცვალა. პირველად, როცა სცენაზე გამოსვლის უფლება მომცეს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, პარიზში, 5000 მაყურებლის წინაშე, უზარმაზარ დარბაზში. იმ დონეზე ცეკვა არ ვიცოდი, მაგრამ იმდენად მინდოდა… შევეკარი ერთ მოცეკვავეს, ნელი ხაჟომიას, ჩემს მასწავლებელს და მან მასწავლა ყველა პარტია. ოჯახის წევრები არ მასწავლიდნენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g