LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს როგორც ერთ ქვეყანას თავის საზღვრებში – ჯეიმი შეა

85

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმი შეა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევრის, ლუკ კოფის იდეას გამოეხმაურა, რომელიც ნატოში სწრაფად გაწევრიანების სანაცვლოდ, საქართველოსა და ალიანს სთავაზობს, რომ ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ნატომ აღიაროს საქართველო საერთაშორისო ფარგლებში, თუმცა ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება, ამოქმედდეს ტერიტორიული აღდგენის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.ჯეიმი შეა აცახდებს, რომ ანალიტიკოს ლუკ კოფის განსხვავებული გზა, საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, არ არის სწორი მიდგომა.

კოფის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მეტი შანსი ექნება, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, მე-5 მუხლის მიღმა დატოვებს.

რუსთავი 2-ის თარგმანის მიხედვით, ჯეიმი შეა ხაზგასმით განმარტავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს და არავის სხვას:

“ნატო არ აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთ ქვეყანას თავის საზღვრებში. ეს არის ქვეყანა რომელიც ნატოსკენ მიისწრაფის. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ლუკის ყველა იდეას არ ვიზიარებ, რაც მან გააკეთა, არის საჭირო დებატების დასაწყისი, რადგანა ქ ძალიან ბევრი ადამიანი ასახელებს მიზეზებს თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნატოს წევრი, მაგრამ არასაკმარისია იმ ადამიანთა რიცხვი თუ რატომ უნდა იყოს საქართველო ნატოს წევრი. არ მოუსმინოთ ადამიანებს რომლებიც ამბობენ, რომ ეს ვერ გაკეთდება, ისინი ყოველთვის ისტორიის არასწორ მხარეს არიან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g