LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თბილისი პრაიდის“ მოწინაღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

190
sasasasa

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაპირისპირებისას საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ისინი თავს დაესხნენ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს.

დაშავებულია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ოპერატორი.

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის დროს, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა რუსთაველის გამზირი საპატრულო მანქანების დახმარებით დატოვეს, რადგან აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g