LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სიგუა „ჯემ ფესტის“ აფხაზეთში ჩატარებას არ გამორიცხავს

107

„ჯემ ფესტის“ ორგანიზატორი, გიორგი სიგუა ღონისძიებასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თუკი სახელმწიფო ანაკლიაში იჯარით ტერიტორიას არ მისცემს, ის „ჯემ ფესტს“ აფხაზეთში ჩაატარებს. როგორ აპირებს ამ იდეის განხორციელებას ან აქვს თუ არა მოლაპარაკებები ამ თემაზე, უცნობი რჩება, თუმცა სიგუა წერს:

„რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.

  1. ჩატარდება GEM FEST ? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია-განმუხურის საკურირტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.
  2. როდის გამოცხადდება ლაინაფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინაფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას.
  3. მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი „ჯემ ფესტი“ მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა, კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები). მათი „დახმარება“ რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე.
  4. მიწა რომ არ მოგცენ იჯარით, რას იზამთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ .
  5. როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ, როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.
  6. თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g