საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა სწრაფი ტემპებით უბრუნდება ყველაზე აქტიური და მზარდი 2019 წლის ნიშნულს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე უკვე ოპერირებს 38 ავიაკომპანია – 27 ქვეყნის 72 მიმართულებით;
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 74% (375-395 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%;
ყველაზე მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უკვე 21%-ით მეტ რეისს ემსახურება (110-115 სიხშირე კვირაში), ვიდრე 2019 წლის ივლისში.