„არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რას ვირჩევთ – ეკონომიკას თუ ადამიანის ორიენტაციას“, – ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია 5-6 ივლისს თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ინვესტორებზეც ცუდად აისახება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს საით მიდის და რისთვის იბრძვის.
„ინვესტორები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ორიენტაციისაც კი; როდესაც ინვესტორს მოვიწვევთ, ორიენტაციაც უნდა ვკითხოთ – მეგობარო, ბევრი ფული რომ გაქვს, რა ორიენტაციის ხარ? იმიტომ რომ, შეიძლება, ფული მოგვეწონოს და ორიენტაცია – არა. არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რას ვირჩევთ – ეკონომიკას, თუ ადამიანის ორიენტაციას. ეს მთელი უბედურებაა. მაშინ საბაჟოზე უნდა დავაყენოთ ცალკეული მებაჟე, რომელიც შეამოწმებს რა ორიენტაციის ტურისტი შემოდის. რა არის მნიშვნელოვანი უნდა გავიგოთ, რას ვებრძვით, რისთვის ვიბრძვით?“, – განაცხადა ჭყონიამ.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ის მოვლენები, რომლებიც ქვეყანაში განვითარდა ინვესტორებისთვის ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის მესიჯია.