„რამდენიმე საერთაშორისო ტურისტულ გვერდზე, უკვე შემხვდა მიმები, სადაც თუ სამოგზაუროდ საქართველოს აირჩევ, გადახაზულია – საყურე, ფერადი თმა, მოკლე კაბა და ა.შ. მთავარია, ახლა ეს თუნდაც იუმორისტულად არ აგვიგორდეს და ირანად არ აღგვიქვან“, – ამის შესახებ ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, რომელიც ,,ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრა.
მისივე გამარტებით, სახელმწიფოს დიდი მუშაობა მართებს საინფორმაციო კამპანიის კუთხით. „როცა ქვეყნას ირჩევ სამოგზაუროდ, მნიშვნელოვნია ფიზიკური და ჯანდაცვის კუთხით დაცულობის გრძნობა. რაც სამწუხაროდ, დღეს ქვეყნაში არ არის“, – დასძინა გიორგიძემ.
ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყნაში მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო ტალღა უკვე აისახა ტურისტულ სექტორზე.
„ჩემს მაგალითზე და მხოლოდ ჩემ ირგვლივ, 20-მდე ტურის ჯავშანია უკვე გაუქმებული და ეს იმ ფონზე, როცა ისედაც არ გვყავდა ტურისტები. თუმცა, ყველაზე ცუდი, მაინც სხვა რამაა – ეს მოვლენები ტურიზმს დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში“, – დასძინა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ალექსანდრე გიორგიძემ.