„ცალკეულმა პირებმა გადაწყვეტილება თავად არ უნდა მიიღონ, განსხვავებით ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან, რომლებსაც არსებული მონაცემების საფუძველზე, ამის გაკეთება შეუძლიათ,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სუმია სვამინათანი წერს, რითაც ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით, მისივე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.
როგორც ჯანმო-ს წარმომადგენელი წერს, ვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა, მიემართებოდა ცალკეულ პირებს და არა ჯანდაცვის უწყებებს.
„ველოდებით სხვადასხვა ვაქცინის შერევასთან და შესაბამისობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მონაცემებს. საჭიროა, შეფასდეს იმუნოგენურობა და უსაფრთხოება,“ – წერს სუმია სვამინათანი.
შეგახსენებთ, რომ მეცნიერმა, სუმია სვამინათანიმა ონლაინ ბრიფინგზე საზოგადოებას მოუწოდა – სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების შერევისგან თავი შეიკავონ, რადგან მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ არსებობს.